შერლოკ ჰოლმსი კოლექცია
Description
როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.
ახალი უნიჭიერესი ბოროტმოქმედი პროფესორი მორიარტი, ისეთივე ჭკვიანია,როგორც შერლოკ ჰოლმსი და გამოჩენილ დეტექტივთან უპირატესობაც კი აქვს. როცა ავსტრიის პრინცს მოკლულს იპოვნიან,ნივთმტკიცებულებების მიხედვით სჩანს, რომ ეს თვითმკვლელობაა,მაგრამ ჰოლმსი გამორიცხვის მეთოდით დაადგენს,რომ ეს მხოლოდ მორიარტის მიერ შექმნილი გამოცანის ერთი პატარა ნაწილია.