კაპიტანი ამერიკა კოლექცია

Description

სტივ როჯერსს ჯარში წასვლაზე უთხრეს უარი. იგი მოხალისედ მიდის საიდუმლო მეცნიერული გამოკვლევების პროექტში. სწორედ აქ ხდება გმირი - კაპიტანი ამერიკა. მთავარმა გმირმა ამერიკის იდეალების დაცვას შესწირა თავი.

ნიუ-ორკის ამბების შემდეგ სტივ როჯერსი ცდილობს შეეჩვიოს ახალ სამყაროს და წყნარად ცხოვრობს ვაშინგტონში. მაგრამ როცა კორპორაცია S.H.I.L.D-ზე განხორციელდება თავდასხმა, როჯერსი გაიხლართება ინტრიგების ქსელში, რომელიც მთელ სამყაროს განადგურებით ემუქრება. როცა ამბები ოდნავ დაწყნარდება, კაპიტანი ამერიკა, შავი ქვრივი და ქორი შეებრძოლებიან მორიგ მოულოდნელ მტერს - ზამთრის ჯარიკაცს…

შურისმაძიებლები კაპიტან ამერიკის ხელმძღვანელობით საერთაშორისო მაშტაბის დამანგრეველი ინციდენტის მონაწილეები გახდებიან. ამის გამო მთავრობა დაფიქრდება იმაზე, რომ დაარეგულიროს და გააკონტროლოს ყველა იმ ადამიანების ქმედებები, რომლებსაც გაჩნიათ ზებუნებრივი თვისებები, მათ შეიმუშავეს "სუპერგმირების რეგისტრაციის აქტი"...