შეშლილი მაქსი კოლექცია

Description

აპოკალიფსური ამბავი ჩვენს პლანეტაზე განვითარდება და მოგვიყვება ადამიანებზე, რომლებიც უდაბნოში არიან ჩარჩენილნი და არსებობისათვის იბრძვიან. ამ ბრბოში ჩნდება ორი მეამბოხე. ორივე მათგანი მზად არის, მდგომარეობა შეცვალოს. მაქსი, რომელიც ბევრი ლაპარაკის ნაცვლად მოქმედებას ამჯობინებს, სიმშვიდის პოვნას ცდილობს. საქმე იმაშია, რომ მან ამ ქაოსში ცოლ-შვილი დაკარგა. ფურიოსა კი მეამბოხე ქალია, რომელიც ასევე მოქმედებას ამჯობინებს და სწამს, რომ გადარჩენის გზა მის მშობლიურ სოფლამდე მიდის.