ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ირლანდიელ რესპუბლიკელთა არმიის ბოევიკებთან ტყვედ ჩავარდნილი ბრიტანელი ჯარისკაცი ჯოდის,რომელიც თავის მეციხოვნე ფერგიუსს დაუმეგობრდა, მაგრამ მათი მეგობრობა მხოლოდ ტრაგედიით თუ დამთავრდებოდა. ფერგიუსი ბრძანებას იღებს, რომ დახვრიტოს ტყვე. ის იძულებულია ბრძანება შეასრულოს, რის შემდეგაც ლონდონში მიემგზავრება. ფერგიუსმა ჯოდის უკანასკნელი სურვილი უნდა შეასრულოს და მისი შეყვარებული დილი უნდა მოძებნოს, რომელიც ფოტოსურათზე ნახა.
"საჰაერო ციხე" - აშშ-ს პოლიციის სატრანსპორტო განყოფილება, რომელიც გადაჰყავს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები. ერთ-ერთი ასეთი რეისიდან სახლში ბრუნდება კამერონ პო, რომელიც ციხიდან 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ამდენი ხანი ელოდა ამას და სახლისკენ მიმავალ გზაზე არაფერი უნდა შეაჩეროს. მოულოდნელად, კამერონი შეესწრო თვითმფრინავის გატაცებას, რომელიც ორგანიზებული იყო ყველაზე საშიში რეციდივისტის საირუს "ვირუსის" გრისომის მიერ. ის გადაწყვეტს საქმეები საკუთარ ხელში აიღოს და პოლიციას დაეხმაროს, რადგან მისთვის ეს სახლში მისვლის ერთადერთი შანსია.