სიგერის ისტორია, ათლეტური და საკმაოდ მშვიდი 15 წლის ბიჭი, რომელიც მძლეოსნობის შეჯიბრებისთვის ვარჯიშის დროს მოულოდნელად უვითარდება გრძნობები მისი გუნდის ერთ-ერთი წევრის, მარკის მიმართ.

ნევროზული ჰარი ბლოკი - წარმატებული მწერალია, რომელმაც მთელი ავანსი ახალ წიგნზე დახარჯა, რომელიც ვერადავერ დაიწყო. ყველაფერთან ერთად მორიგი პრობლემა უნდა გადაჭრას, რომელიც მის უამრავ ქალთან და მეგობართან ჩახლართულ ურთიერთობებს ეხება.

ბიოგრაფიული დრამა კუბელი პოეზიის მეფის რეინალდო არენას (1943-1990) ტრაგიკული ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.

ახალგაზრდა, წარმატებულმა ფოტოგრაფმა თავისი სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ შეიტყო... ეს გარემოება აიძულებს თავის განვლილ ცხოვრებას გადახედოს... ურთიერთობას საყვარელთან, დასთან, მშობლებთან.

კლაუსი, ახალგაზრდა მამაკაცი, ახალგაზრდა მხატვარი ომის შემდგომ ბერლინში. ჰყავს მეგობარი, კლასელი მანფრედი, წერს პოეზიას და რომანებს. მანფრედი მას აცნობს ბორისს, ხელოვნებათმცოდნე და ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრე. ბორისს უყვარს ახალგაზრდებზე ზრუნვა, იკრიბება მათ სახლში, სადაც უსმენენ ელექტრონულ მუსიკას, მსჯელობენ პოეზიაზე და აქვთ ინტელექტუალური საუბრები. კლაუსის ოჯახი შეშფოთებულია მათი შვილის საეჭვო ნაცნობების გამო და გადაწყვეტს ნებისმიერი გზით გაათავისუფლოს იგი ამ კომპანიისგან.