1900 წლის, ერთ შესანიშნავ დილას, იტალიის პროვინცია ემილიაში იბადება ორი ბიჭი. ოლმო - მრავალშვილიანი, მაგრამ ძალიან ღარიბი ოჯახის კიდევ ერთი შენაძენია. ალფრედო კი მდიდარი ოჯახის შვილია. მიუხედავად ასეთი სოციალური მდგომარეობის სხვაობისა ბიჭები არა მარტო დამეგობრებას, არამედ ამ მეგობრობის მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნებას ახერხებენ. ისინი ევროპის რთული წლების ბავშვები არიან, ხოლო მათი ზრდასრულობის წლები ჰიტლერის ეპოქას ემთხვევა. იცვლება საზოგადოების საუკუნის თადარიგი, ხალხი სოციალისტებისგან სულ უფრო მეტს იგებს საკუთარი უფლებების შესახებ, მუსოლინი ხელთ იგდებს ძალაუფლებას. ცვლილებების ქარი ემილიას პროვინციაშიც იჭრება.
მწერალ პოლ შელდონს არ ახსოვს ძლიერი თოვლი, რამაც გამოიწვია ის, რომ მანქანა სადღაც მთაში დაეჯახა. მას ასევე არ ახსოვს, როგორ იპოვა იგი ქალმა და იხსნა სიკვდილისგან. მხოლოდ ის ახსოვს, როგორ გაიღვიძა ენი უილკსის სახლში, მისი რომანების მგზნებარე თაყვანისმცემლის, რომელსაც არ სურს განშორება საყვარელ ავტორთან.