იაპონია, მე-16 საუკუნე. ჰიდეტორის ხანდაზმული მმართველი აცხადებს თავისი ქონების გაყოფას სამ ვაჟს შორის. ორი უფროსი ვაჟის ერთგულების ცრუ გარანტიებით მოტყუებული, ჰიდეტორი ასახლებს უმცროსს, რომელმაც გაბედა იმის მტკიცება, რომ მამის გადაწყვეტილება მთელ მათ ოჯახს სიკვდილს მოუტანდა. მზაკვრული ღალატის მსხვერპლი რომ გახდა, მმართველი გონებას კარგავს და მის მემკვიდრეებს შორის დაუნდობელი ძმათამკვლელი ომი იწყება.
ისტორიული ეპოპეა კლეოპატრა, ეგვიპტის დედოფლის ტრიუმფი და ტრაგედია,ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმია. ეჭვიანი ძმისგან სასახლიდან გამოძევებული დედოფალი ტიტულს რომის იმპერატორის - იულიუს კეისარის დახმარებით აღიდგენს. ისინი ეგვიპტისა და რომის გაერთიანების იდეებით დაუახლოვდებიან ერთმანეთს. იმპერატორს კლავენ და კლეოპატრა გენერალ მარკ ანტონიას დაუახლოვდება და სწორედ ამ დროს ოქტავიანი მას ბრძოლას უცხადებს.