შთამბეჭდავი საგა შავკანიან ლიდერზე მალკოლმ იქსზე. მან დაიწყო გარლემში როგორც განგსტერმა, გაისვარა ხელი ცოდვებში, მაგრამ იმის მერე რაც მოხვდა ციხეში, იქ გასუფთავდა ისლამის ზემოქმედებით. ფილმში საკმაოდ დეტალურად და რეალურად არის გადმოცემული მალკოლმ იქსის ცხოვრება და ბრძოლა რასიზმის, კორუფციის და უკანონობის წინაამღდეგ
1979 წელს, ნიუ -იორკსა და იტალიაში თავისი საქმიანი ურთიერთობების ლეგიტიმაციის პროცესში, ასაკოვანი მაფიოზი დონ მაიკლ კორლეონე, ცდილობს მსხვერპლი გაიღოს თავისი ცოდვების გამოსასყიდად და ახალგაზრდა პროტეჟეს თავის ფრთის ქვეშ შეიფარებს. ტრილოგიის ბოლო ფილმი, პირველი ორის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ, ასრულებს ამბავს მაფიის ბოსის, მაიკლ კორლეონეს შესახებ.
ფილმი უსახლკარო ბიჭის შესახებ, რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენს. ასევე მისი მეგობრის შესახებ, რომელიც დიდი სიმდიდრის მემკვიდრეა. ის წინააღმდეგობის გრძნობის გამო სახლიდან მიდის და ისინი ერთად ირჩენენ თავს.
პენ დუ მცირე ბანდის მეთაურის მარჯვენა ხელია, მისი ცხოვრება უაზროდ მიედინება. ის ოჯახის ერთადერთი საყრდენია, დედის, ძმის და დის. როდესაც უფროსი მორიგ საიდუმლო დავალებას აძლევს, პენ დუ ხვდება, რომ ეს მისი შანსია, თუ ამჯერად ყველაფერს სწორად გააკეთებს ფულზე ფიქრი აღარ მოუწევს.
ფილმის მთავარი გმირი პროფესიონალი ქურდია, რომელიც მორიგი ქურდობისას შემთხვევით მკვლელობას შეესწრება. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აშშ-ს პრეზიდენტია.