ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

"ნიუ–იორკო, მიყვარხარ" 2009 წლის რომანტიკული ფილმია ბრედლი კუპერის, შია ლაბეფის, ნატალი პორტმანის, ენტონ იელჩინის, ჰაიდენ კრისტენსენის, ორლანდო ბლუმის, ირფან ანის, რეიჩელ ბილსონის, კრის კუპერის, ანედის გარსიას, ქრისტინა რიჩის, უგურ იუცელის, რიბინ რაიტ პენის, ჯული კრისტის, მეგი ქიუს, იტენ ჰოუკის და ჯეიმს კაანის მონაწილეობით. "ნიუ–იორკო, მიყვარხარ" 11 მოკლე ნოველის ნაკრებია. ეს არის სხვადასხვა სასიყვარულო ისტორია,რომელსაც ნიუ-იორკი აერთიანებს.