მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

ორი მკვლელი რეი და კენი ბელგიაში, ბრიუგეში ჩადიან და შემდგომ მითითბებს იქ ელოდებიან. აქ მათ საკმარისი დრო აქვთ იმისათვის, რომ მათი წინა დავალება გაიხსენონ. როდესაც კენი შემდეგ დავალებას მიიღებს, ეს სულაც არ აღმოჩნდება ის, რასაც იგი ელოდა.

ყველაფერი 13 წლის წინ დაიწყო ტედის შელახული "ღირსებით", ქრონიკული დამარცხებული, რომელიც მუდმივად აყენებს თავს კომიკურ სიტუაციებში: ის იმდენად მშიშარაა, რომ შეუძლია გააბრაზოს საკუთარი ფსიქიატრი, იმდენად სასაცილოა, რომ მას შეუძლია მისი დაჭერა. კაცობა შარვლის ელვათი ყველაზე გადამწყვეტ მომენტში. ამ სულელს ცხოვრებაში განსაკუთრებით არ გაუმართლა, მაგრამ ერთხელ სიყვარულში გაუმართლა: 17 წლის ასაკში გაიცნო მერი. ისინი სკოლის წვეულებაზე მიდიოდნენ, მაგრამ სწორედ მაშინ მოხდა ელვისებური უსიამოვნო შემთხვევა, რამაც მათ რომანს ბოლო მოუღო.

რობინ ვილიამსის გმირი ალიასკაზე მცხოვრები წარუმატებელი ტურისტული აგენტია, რომლის ცოლი ფსიქოსომატური დაავადებითაა შეპყრობილი. ის დარწმუნებულია, რომ თბილი კლიმატი მისი ცოლისთვის სასარგებლო იქნება. გზის ფულის საშოვნელად კი, ის მეტად უცნაურ და მოულოდნელ ხერხს მიმართავს.

კაბელის ხელოსანი ჩიპ დუგლასი - ცოტა უცნაური ბიჭია. ის სტივენ კოვაჩს გაიცნობს და უნდა, რომ მისი მეგობარი გახდეს. სტივენი თანდათან ხვდება, რომ ჩიპთან მეგობრობა სახიფათოა, მაგრამ ასეთი "მეგობრის" მოშორება არც ისე ადვილია.