1984 წელი, ისრაელის სახელმწიფო წყვეტს ეთიოპიიიდან ათასობით რეპატრიანტის ჩამოყვანას. ქალი, რომელიც თავად ავადაა, 9 წლის შვილს უშვებს ისრაელში რათა ის გადარჩეს. წმინდა მიწაზე ბიჭს იშვილებს ოჯახი, რომელიც ტუნისიდანაა.
ნაროკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკაში, სამი ჩახლართული ისტორიით: ამერიკის ახალი ნარკობარონი ბრძოლას მაშინ აგებს როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ნარკოტიკების მომხმარებელია; ახალგაზრდა მომხიბვლელი ცოლი მეუღლის ნამდვილ საქმიანობას მაშინ გაიგებს, როდესაც მის ქმარს დააპატიმრებენ და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე მოწმეს იცავს; მექსიკელი პოლიციის ოფიცერი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი ახალი უფროსი შესაძლოა კორუმპირებულ სისტემაშია ჩაბმული.
ლონდონის მიწისქვეშა სამყარო, აქ ყველაფერი იყიდება თუ ფული გაქვს. ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობენ სადაც ბოროტმოქმედთა ბუდეა.
თურქეთში, სტამბულში, ყოფილი სულთნის სუპერ დაცულ სასახლეში, რომელსაც ახლა ტოპკაპის მუზეუმს უწოდებენ, არის ძვირფასი უძველესი ხანჯალი სამკაულები, რომლის ღირებულება ყოველგვარ წარმოდგენას და წარმოუდგენელ ზღვარს აჭარბებს. გასაგებია, რომ არსებობენ გიჟები ავანტიურისტები, რომლებიც გადაწყვეტენ საგანძურის ხელში ჩაგდებას. ისინი შეიმუშავებენ ძარცვის ეშმაკურ გეგმას და თანდათან იწყებენ მის განხორციელებას.