პარიზის ლუვრში კურატორის - ჟაკ სონიერის ცხედარია ნაპოვნი. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობის მიუხედავად, სონიერმა მოახერხა წარწერების გაკეთება, რომელშიც ითხოვდა პროფესორ რობერტ ლენგდონთან დაკავშირებას. გამომძიებელს კი, მასზე აქვს ეჭვი. სხვა აზრი აქვს სონიერის შვილიშვილს - სოფი ნევეს, რომელიც ლენგდონს გაქცევაში ეხმარება, რის შემდეგაც ორივეს პოლიცია ეძებს.

გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.

ტეხასში, თომას ჰიუიტის ფერმაში 33 დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. პრესამ მკვლელს ტყავის სახე უწოდა და მამაკაცი, რომელსაც ტყავის ნიღაბი ეცვა, დახვრიტეს. თუმცა პოლიციამ არასწორად აიყვანა. გადარჩენილმა მოწმემ უამბო, რა მოხდა სინამდვილეში, როდესაც ხუთი მოზარდი შეშლილმა ჯაჭვის ხერხით ხაფანგში ჩააგდო.