ცხრამეტი წლის ქუჩის ხულიგნის-ჯიმის ცხოვრებაში, რომელიც სტრიპტიზ–კლუბში მუშაობს, ერთ დღეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. ის ხვდება თავის ოცნების ქალს და ამავდროულად დამნაშავეთა სამყაროს უკიდეგანო სივრცეში ეშვება.
მთავრობის ყოფილი აგენტის ცხოვრება ინგრევა, როდესაც მას ბრალი ედება მკვლელობში, რომელიც მას არ ჩაუდენია. პოლიციის ინსპექტორის მეშვეობით ფილმის მთავარი გმირი ცდილობს თვალყური ადევნოს ნამდვილ მკვლელს.
ბანდის ლიდერი ტონი, მის გუნდთან ერთად ბრილიანტს მოიპარავს, მაგრამ პოლიციელად გადაცმულმა კრიმინალმა ლინგმა იცის ვის აქვს სინამდვილეში ნადავლი და ამიტომ ტონის ქალიშვილს მოიტაცებს გამოსასყიდისათვის. საუბედუროდ ახლა ბრილიანტი აღარც ტონის აღარ აქვს. სანამ იგი უგზოუკვლოდ ეძებს შვილს და სამკაულს, ტონი სახელმწიფო აგენტს გადაეყრება, რომელიც ადრე ლინგთან ერთად მუშაობდა და მასაც შურისძიება ამოძრავებს.
ჰავაიზე მცხოვრებ ჯეკს თითქოს ყველაფერი აქვს რაც სჭირდება. თუმცა მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც მაცდურ ქალბატონს ხვდება, რომელიც სთავაზობს რამდენიმე წუთით უცხო სახლში შევიდეს და იქიდან მდიდარი გამოვიდეს.