მაფიის მეფემ სონიმ ადამიანი მოკლა. დღისით-მზისით მანქანის დასაყენებელი ადგილის გულისთვის. მოწმემ - ცხრა წლის კალოჯერომ - არ გასცა სონი და მათი მეგობრობაც დაიწყო,სანამ კალოჯერო ზრდასრული ადამიანი არ გახდა და უფსკრულში არ დაიწყო ვარდნა.

ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.

მაფიოზი სახელად ჯიმი "ტიტა", ფედერალებთან თანამშრომლობას თანხმდება, იმისათვის რომ ციხეში არ ჩაჯდეს. ის ქალაქგარეთ გადადის საცხოვრებლად, რადგან მოწმეთა უფლებების დაცვის პროგრამაშია.ძალიან მალე, მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი მის ნამდვილ ვინაობას დაადგენს და ჯიმის კარს მიადგება ,რომ თავად დარწმუნდნენ, კვლავ ფორმაშია თუ არა სახელგანთქმული განგსტერი.