პროფესიონალი ქურდი მაქსი თავს ანებებს კრიმინალურ ცხოვრებას და „ბოლო საქმის“ შემდეგ თავის მშვენიერ დამხმარე ლოლასთან ერთად ტროპიკულ კუნძულზე მიემგზავრება. მათი მომავალი უზრუნველყოფილია, ქურდების კარიერა კი წარსულშია... მაგრამ მის მტერს, ფედერალური ბიუროს ცბიერ აგენტ სტანს არ სჯერა მისი „პენსიაზე“ გასვლა და გადაწყვეტს შეამოწმოს, ერთგულია თუ არა იგი თავისი პირობის...
ედი ჰოკინსი, იგივე ჰუძონელი ქორი, ახლახანს იქნა გათავისუფლებული ათწლიანი პატიმრობიდან და დარჩენილი ცხოვრების პატიოსნად ცხოვრებას გეგმავს. მაგრამ სწორედ ამდროს მეიფლაუერის შეშლილი წყვილი აშანტაჟებს მას, რათა ლეონარდო და ვინჩის რამოდენიმე ნაწარმოები მოაპარინოს, უარის შემთხვევაში კი მისი მეგობრის ტომის მოკვლით ემუქრებიან.
კარენ მაკკოი მრავალწლიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, მას მხოლოდ ის გააჩნია, რაც აცვია. ადრე იგი ბანკის მძარცველი იყო, მაგრა ახლა გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ მიუბრუნდეს თავის კრიმინალურ წარსულს და დარჩენილი სიცოცხლე შვილს მიუძღვნას.