ვიქტორ ნავორსკი არის ადამიანი ქვეყნის გარეშე; თვითფრინავის აფრენისთანავე მის სამშობლოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქაოსი დაიწყო, ახლა კი იგი დგას კენედის აეროპორტში ხელში პასპორტით რომელსაც არ ცნობენ. სანამ იგი გამოკეტილია სატრანზიტო ტერიტორიაზე, ავტორიტეტული პირები ცდილობენ გადაწყვიტონ რა მოუხერხონ მას, ვიქტორი იწყებს იქვე ცხოვრებას და რომანს წამოიწყებს ულამაზეს ბორტ-გამცილებელთან.
როდესაც სავსე მთვარე ამოდის ქალაქში, უცნაური რამ ხდება პატივსაცემი იტალიის ოჯახში, რომელშიც ქალიშვილი, მეორე ქორწინების წინა დღეს, მოულოდნელად ხვდება, რომ მას სხვა უყვარს, მამა ღალატობს ცოლს, ხოლო უცხო ადამიანი - ამ უკანასკნელის მიმართ. დღის შუქზე, ყველა ეს ადამიანი რჩება გონივრული და აკონტროლებს თავის გრძნობებს, მაგრამ მთვარის დადგომასთან ერთად, არც ერთი მათგანის გარანტია არ შეიძლება!
ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასახვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.