ჩაპლინისეული კლასიკა მისი პატარა კაცუნას თავგადასავლებზე ალიასკაზე, ოქროს საბადოებზე. 1942 წელს ჩაპლინმა თავიდან დაამონტაჟა ფილმი და დაამატა კადრსმიღმა საავტორო ტექსტი, საკუთარი მუსიკალური გაფორმებით.

საბრინა ძალიან მდიდარი ოჯახის მძღოლის შვილია. ის ბავშვობიდან ლამაზ, მაგრამ უპასუხისმგებლო დევიდზეა შეყვარებული. საბრინამ იცოდა, რომ დევიდი მისი საკბილო არ იყო და პარიზში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი, უკან დაბრუნდა ისეთი შეცვლილი, რომ თავად დევიდს შეუყვარდა ის.

კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის მეორე ფილმი - თეთრი, ადამიანის შესახებ, რომელიც იკარგება ცივილიზებულ სამყაროში. სამაგიეროდ თავს კარგად გრძნობს პოსტსოციალისტურ საზოგადოებაში.

იანი, პიტერი და ჯული ყველაზე რომანტიკულ და სახიფათო ასაკში არიან, რომელიც სავსეა რევოლუციური იდეალებით. მათ ქვეყნის გადატრიალება სურთ, ღარიბები გაამდიდრონ, მდიდრები კი ხელგაშლილები გახადონ. მოკლედ, უდარდელს მათ ცხოვრების ამ პერიოდს ვერ დაარქმევ. სამეული სახლებს აყაჩაღებს და მძევალიც კი აიყვანეს. მეგობრები სასიყვარულო პრობლემებისგანაც იტანჯებიან: იულია ერთნაირი სინაზით არის განწყობილი ორივე ძმაკაცის მიმართ.

ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, განსხვავება მის გარშემო არსებულ რეალობასა და მის სიზმრებს შორის.

ორი მარტოსული - ფრენკი და ჯონი ერთმანეთს პატარა კაფეში შეხვდნენ. აქ ფრენკი ოფიციანტად მუშაობს ხოლო ჯონს მზარეულად აიყვანენ მას შემდეგ, რაც ის თვრამეტ თვეს გაატარებს ციხეში, ჩეკის გაყალბების გამო. ჯონი გულწრფელად გამოხატავს სიმპატიას ფრენკის მიმართ, მაგრამ ქალი არ აქცევს ყურადღებას, რადგან ეშინია კიდევ ერთხელ არ შეცდეს.