დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.

შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს.

მონსტრების მეჯლისი მოგვითხრობს რასისტი თეთრკანიანი მამაკაცის ისტორიას, რომელსაც შავკანიანი ქალი შეუყვარდება. ჰენკი ციხის ჯალათია, ისევე როგორც მისი შვილი სონი. ლეტიციას ქმარი კი ერთ–ერთი სიკვდილმისჯილია.