დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა.

ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის უკაცრიელ ღამის ალეაში მაიკლ ო ჰარა იგერიებს ბანდიტებს, რომლებიც თავს დაეხსნენ როზალი ბანნისტერს. მაიკ ო ჰარა გიგანტია ბავშვის გულით, ის უმუშევარი მეზღვაურია. მან მიიქცია როზალის ყურადღება და ის შესთავაზებს მას სამუშაოს თავის ქმრის იახტაზე. როზალის ქმარი პოლიომელიტის გამო დაინვალიდებული ადვოკატია…

მფრინავი ჯეი კოკრენი მექსიკაში უფროს მეგობართან – პოლიტიკოს, ბიზნესმენ და მაფიოზ ტიბურონ მენდესთან ჩადის სტუმრად. მოხუცი ტიბურონის მომხიბვლელი ახალგაზრდა ცოლი კოკრენს გულგრილს ვერ ტოვებს. ახალგაზრდები თავს უფლებას აძლევენ ვნებას მიეცენ, მაგრამ მაფიოზის გაცურება არც ისე ადვილია. შეურაცხყოფილი ტიბურონი საყვარელ ცოლზე და საუკეთესო მეგობარზე სასტიკად იძიებს შურს.

1940-იანი წლების ბოლოს ჯორჯიის შტატში მდებარე პატარა სამხედრო ქალაქის მცხოვრებნი, ისინი ყველა ჰგვანან როგორც სასიკვდილო ცხოველებს, ასევე ნადირს. მათი ბედი დიდი ხანია დაინგრა და ბოლო ძალებისგან შენარჩუნებული ყოველდღიური რუტინის მიღმა რეპრესირებული მანია და მანკიერებები იმალება. მაიორი პენდერსტონი ჯერ კიდევ თავს იჩენს, როგორც მკაცრ მაჩოს, გაცვეთილი ბიცეფსით, მაგრამ სინამდვილეში მას ეშინია თავისი ფარული ჰომოსექსუალობის და დიდი ხნის უსარგებლო მეუღლის. ის, თავის მხრივ, ატყუებს მას პოდპოლკოვნიკთან, რომელიც ურჩევნია არ შეამჩნიოს, როგორ გიჟდება მისი ნაზი ისტერიული ცოლი, კლასიკური მუსიკის მოყვარული. ფილიპინელი მსახურიც კი, მასთან ერთადერთი დაახლოებული ადამიანი, ვერ იხსნის მას საშინელი მაზოხისტური რეპრესიისგან. და ყველას თვალს ადევნებს უცნაური ჯარისკაცი, ვააიერი, ქალწული, ან ანგელოზი, რომელსაც შეუძლია ვინმეს გადარჩენა, ან დემონი, რომელიც შეუქცევად ანადგურებს ყველას.

ლამაზმანი ლორა ბერნი, ქმრის მარტინის ეჭვიანობისგან და აგრესიულობისგან სიგიჟის ზღვრამდეა მისული. მან არ იცის როგორ გაექცეს ქორწინებას, რომელიც მისთვის წამებად იქცა. ის სარისკო ინტრიგას გეგმაქვს... გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი სიკვდილი გაითამაშოს...