რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა.

ორი ტემპერამენტიანი შეყვარებულის რომანი ისე განვითარდა, რომ რამდენიმე ინტიმური ღამის შემდეგ, მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, პატარა შვებულება შეუმჩნევლად გაფრინდება, ჯარიდან თავის დახსნის გონებამახვილური მცდელობა კი, ახალგზრდა მეუღლეს იქამდე მიიყვანს, რომ აფრიკაში გამგზავრების ნაცვლად, ის რუსულ ფრონტზე, თოვლსა და ყინვაში მოხვდება.

ვიქტორ ჰიუგოს მეორე ქალიშვილის, ადელ ჰიუგოს ბიოგრაფია.იგი მამასთან ერთად წავიდა ინგლისში ემიგრაციაში.იქ კი ინგლისელი ოფიცერი შეუყვარდა.მასთან ერთად იგი გადავიდა კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში. ადელი მარტოსულია სამყაროში, სადაც მისთვის ადგილი არ მოიძებნა.

სოფელი პოკოლიმი. იქ დრო გაჩერებულია. ამ სოფელში ცხოვრობს ფერდი. ადამიანი რომელიც ჩაკეტილია თავის ფიქრებში და ოცნებებში. ერთხელ ღამით, ის მიიღებს წერილს, რომელიც გააგზავნა მან 46 წლის წინ მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულთან.