არსენას მობეზრდა დღენიადაგ ყანაში მუშაობა, ბათუმში წასვლა და გემზე მოწყობა გადაწყვიტა. ბათუმში ჩასული კინოგადამღებ ჯგუფს წააწყდება, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება მაშველი, მაგრამ არსენა გადამღები ჯგუფის მოუსვენარ ცხოვრებას ვერ ეწყობა, სოფელი ენატრება და როცა ეს "გამოცდილი მეზღვაური" კინაღამ ზღვაში იხრჩობა, რადგან ცურვა არ იცის, სახლში დაბრუნების გარდა სხვა არაფერი დარჩენია.