1972 წლის არჩევნების დროს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი ბობ ვუდვარდი დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები ნელნელა სააშკარაოზე გამოდის, ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან.ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში კარლ ბერნსტაინს რთავს და თანდათან კვალი მათ თეთრ სახლამდე მიიყვანთ.

შეტაკების დროს პოლიცია ოთხი მძარცველის სიცოცხლეს შეიწირავს. მათ ქვრივებს არაფერი აქვთ საერთო გარდა ერთისა: მათ უნდა დაასრულონ დაწყებული საქმე, დაუსხლტნენ პოლიციას, ჩამოიტოვონ კონკურენტები და რაც მთავარია, გაარკვიონ თუ ვინ ჩაუშვა მათი ქმრები.

წარმოიდგინეთ, რომ მოკრძალებული ბუღალტერი ხართ, გყავთ ექვსი წლის ქალიშვილი და ახლახან გადმოხვედით მატარებლიდან უცხო ქალაქში. სწორედ ამ მომენტში დაგემართებათ კოშმარი, რომელიც ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ იოცნებებთ. თქვენს შვილს იტაცებენ იდუმალი უცნობები, რომლებიც გპირდებიან გოგონას მოკვლას, თუ მათ პირობას არ შეასრულებთ, პირობა მარტივია: გამტაცებლების მიერ შემოთავაზებული იარაღით უნდა ესროლოთ მთავრობის წევრს. თქვენ მუდმივად გითვალთვალებენ. რევოლვერში ოთხმოცდაათი წუთი და ექვსი ტყვია გაქვს. დრო წავიდა!

ის პროფესიონალია. მისთვის არაფერს ნიშნას კბილები ჩამოუყაროს, ხელი გაუტეხოს, თვალი ამოუღოს და დაახრჩოს ბორდელის მკვიდრს. როდესაც მას ავალებენ გატაცებული გავლენიანი პოლიტიკოსის პოვას, ის იწყებს დიდი სიამოვნებით თავისი საყვარელი სადისტური მეთოდების გამოყენებას, მხოლოდ იმისათვის, რომ პასუხი მიიღოს კითხვაზე - სად არის გოგო?