ნიუ-იორკის ექსცენტრული ბინადარი ბორისი გულუბრყვილო და მშვენიერ მელოდის გაიცნობს, რომელიც ნიუ-იორკის დასაპყრობად პროვინციიდან ჩამოვიდა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენი გმირები არარეალურ რომანტიულ თავგადასავლებში ეფლობიან.

მოგზაურობისას ინდოეთით მოხიბლული ახალგაზრდა ავსტრალიელი რუთ ბერონი გადაწყვეტს ამ ქვეყნის წეს-ჩვეულებებით იცხოვროს. დადარდიანებული ოჯახი ამერიკელ ექსპერტს ქირაობს, რათა მან ზომბირებული გოგონა მდგომარეობიდან გამოიყვანოს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნოს. მაგრამ ავსტრალიაში ჩამოსული პი ჯეი უოტერსი მალევე ხვდება, რომ ბრძოლას აგებს.