გენიალური რეჟისორის, მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკოსის ავტოპორტრეტი.
სიურეალისტური მუსიკალური იგავი კაპიტალისტურ საზოგადოებაში გავრცელებული სიცრუის და ღალატის შესახებ. ფილმის სიუჟეტი ერთი უბრალო ყავის გამყიდველის ისტორიას მოგვითხრობს. კარიერა, ტყუილი, იმედი, მოგზაურობა, კატასტროფა, სიყვარული და ისევ ტყუილი.
ცნობილი მსახიობი ედი იზრაელი თავისი ცხოვრების მთავარი პროექტის გადაღებებზე იწყებს მუშაობას. მისი ახალი ფილმი მეუღლეების რთულ ურთიერთობებზეა. მოქმედება მუდმივად იცვლება სცენარის მიხედვით, რომელიც კრიმინალური ხაზით მიმდინარეობს. მძიმე ატმოსფეროა გადასაღებ მოედანზე. რთული ხასიათები და ტემპერამენტი ადამიანური გრძნობების საოცარ ნაზავს ქმნის.
1968 წელი, იტალიის რევოლუცია. პოლიციის ოფიცერს, ნიკოლასს, სურს გახდეს მსახიობი. იგი უბრალო ტანისამოსით გადის ქუჩაში და ხვდება ლაურას, რომელიც სტუდენტური მოძრაობის წევრია. ერთ დღესაც ლაურა გაიგებს მის ნამდვილ ვინაობას და დაშორდება მას.