ახალგაზრდა მეგობრების ჯგუფი ჯარში მიდის და თავგადასავალის ნაცვლად, ვიეტნამის ომის ჯოჯოხეთში ხვდებიან. ომში წასვლამდე სტივენი თავის ორსულ მეგობარ გოგონაზე დაქორწინდება, რომელზეც მაიკლი და ნიკიც არიან შეყვარებულნი, მაგრამ სამივე მათგანი ომიდან შეცვლილი ბრუნდება.

კრის ნელსონი კვდება და მისი სამოთხე უფრო გამაოგნებელია ვიდრე მას წარმოედგინა. ახლა მას მხოლოდ ერთი რამ აკლია: ცოლი. კრისის სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა თავი მოიკლა და ამისათვის ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შანსი ძალიან მცირეა იგი უარს ამბობს სამუდამო სიმშვიდეზე და ცოლის დასაბრუნებლად ქვესკნელში ჩადის.

რომის იმპერია კრიზისშია, მხედართმთავარი მარკუს ვინიციუსი ბრძოლიდან ქალაქში ბრუნდება და შეუყვარდება ქრისტიანი ქალი, სახელად ლიგია. სიგიჟით შეპყრობილი ნერონი კი უკიდურეს ბოროტმოქმედებებს სჩადის, იგი წვავს რომს და ამას ქრისტიანებს აბრალებს. ვინიციუსი მიჰქრის ნერონის რისხვისგან ლიგიას დასახსნელად, ამ დროს კი მათ ირგვლივ რომის იმპერია ინგრევა.

შონ ბეიტმენი საკუთარ თავს უფლებას აძლევს მხოლოდ წარმავალ ურთიერთობებს, თვლის, რომ მას მხოლოდ ერთი გოგონა უყვარს. პოლ დანტინი არის ინტელექტუალური და ცინიკური ახალგაზრდა ლიბერტინელი, რომელიც ფიქრობს, რომ შეყვარებულია შონზე. ლორენ ჰაინდ - ინსტიტუტის უკანასკნელი ქალწული, ვიქტორზე ოცნებობს. ახალგაზრდა სტუდენტები ადვილად არღვევენ წესებს, მაგრამ მათ ისტორიებს ბედნიერი დასასრული არ აქვს.