ბითლზები ლივერპულიდან ლონდონში კონცერტზე მიდიან. ყველანაირი სასაცილო სცენა ხდება გზაში, მღერიან სიმღერებს. ყველა სიმღერა გამოვიდა როგორც ცალკე ალბომი.

დამნაშავეების მიერ დაგეგმილი დიდი ტერორისტული თავდასხმის დეტალების გასამჟღავნებლად, FBI-ის აგენტი შონ არჩერი თანხმდება რთულ ქირურგიულ ოპერაციაზე. ის ახალ სახეს იღებს, კომაში მყოფ ტერორისტ კასტორ ტროას სახეს. თუმცა, მოულოდნელი ხდება: ტროა იღვიძებს და ქრება არჩერის სამოსით. შონის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა – მას არა მარტო სიცოცხლისთვის, არამედ ცოლისა და ქალიშვილის სიცოცხლისთვისაც უწევს ბრძოლა.

ახალ დაქვრივებულმა და მდიდარმა ლორა ჰენდერსონმა, არ იცის რა აკეთოს. ის ძველ თეატრს ყიდულობს და იმპრესარიო - ვივიან ვან დამს არწმუნებს, რომ საქმე აწარმოოს.

ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!

ვეიდ ვოლკერი იგივე "მტირალა" ცდილობს მოიგოს ელისონ ვერნონ-ვილიამსის გული. ელისონი გადაწყვეტს ცუდი გოგო გახდეს, მას თავდავიწყებით შეუყვარდება მტირალა.