ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.

რომან პოლანსკის ფილმი "პიანისტი" ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. ებრაელ-პოლონელი პიანისტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა და იმალებოდა ვარშავაში და სასწაულებრივად გადარჩა.

კრიზისი, ძებნა, წარმოსახვა, ინტელექტუალური კლიმატი, შეუწვიტავი სუბიექტური და ობიექტური დინება და, რა თქმა უნდა, უამრავი ქალი, მთავარი გმირის ირგვლივ, მისი ილუზიური გარემო, რომელშიც ის ყველას გამონაკლისის გარეშე უყვარს.

მარია თავის მეგობარ გოგონასთან - ბლანკასთან ერთად მუშაობს ყვავილების პლანტაციაში, მაგრამ მას აგდებენ სამსახურიდან, და საჭიროა მან იპოვოს ახალი შემოსავლის წყარო. მას შტავაზობენ გახდეს ცოცხალი კონტეინერი, ნარკოტიკების გადასატანად. მალე მარიას ბლანკაც შეუერთდება და მათ ერთად მოუწევთ ამ საქმის გაკეთება. მეგობრები ჯდებიან თვითმფრინავში, რომელიც ამერიკაში მიფრინავს. მარიას კი მუცელში 62 ჰეროინის პაკეტია.

ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ,რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.

ლიტერატურათმცოდნე გიორგი ფოსტით იღებს ყუთს. ის ხსნის მას და აღმოაჩენს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ფრაგმენტებს. თანდათან ეს კადრები გიორგის მიჰყავს იმ აზრამდე, რომ უცნაური ამანათის გამგზავნი მას კარგად იცნობს. ის იწყებს შეშფოთებას. მაგრამ პოლიცია უარს ამბობს მოქმედებაზე, სანამ გიორგის საფრთხე არ ემუქრება. ვინ არის ამანათის გამგზავნი და რა არის მისი მიზანი?

15 წლის მიხაელ პოლაშკა და მისი ახალგაზრდა, მიმზიდველი დედა ერთ დღეს ქუჩაში რჩებიან უსახლკაროდ. დედა-შვილი, რომელიც აქამდე ბერლინის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში უზრუნველად ცხოვრობდა, ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს. ფილმის მოქმედება ბერლინის თურქულ უბანში, "ნოი-კიოლნში" გრძელდება. პოლაშკა უბანში მოქმედი ბანდისა და მისი სასტიკი კანონების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდება. თავის გადასარჩენად ის შეტევაზე გადადის.

იზოლაცია, პანიკა... ყველა კოშმარს აქვს დასაწყისი... ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, ადამიანის სასტიკი გამოგონების - კუბის ზედამხედველობა ევალება, მის ერთ-ერთ ოთახში, შემთხვევით დატყვევებულ ქალს შენიშნავს, და მიუხედავად დიდი რისკისა გადაწყვიტავს დაეხმაროს მას.