მისტიკური თრილერი, რომელშიც მოქმედება ცივილიზაციისგან შორს მდებარე ფერმის ტერიტორიაზე ვითარდება, სადაც ახალგაზრდა წყვილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად წყნარად და განმარტოებით ცხოვრობდნენ ; სანამ ერთ დღეს არამქვეყნიური უჩინარი ძალის სამიზნეები არ გახდნენ. ახალ, რომ გადარჩნენ გმირები იძულებულნი არიან სრულ სიჩუმეში იცხოვრონ და ჟესტების ენა გამოიყენონ, რათა დაემალნონ უცნობ არსებას, რომელიც ხმაზე რეაგირებს და ნადირობს.
იდუმალ ძალას მთვარე მისი ორბიტიდან გადაჰყავს და მას დედამიწისკენ მოძრაობას აიძულებს, რაც პლანეტაზე კატაკლიზმების პროვოცირებას ახდენს. მსოფლიო განასგურების პირას აღმოჩნდება, მაგრამ შეჯახებამდე რამდენიმე დღით ადრე, NASA–ში მომუშავე ყოფილი ასტრონავტი ჯო ფაულერი დარწმუნებულია, რომ მას ამ კატასტროფის თავიდან აცილების და კაცობრიობის გადარჩენის გასაღები აქვს, თუმცა ცოტას სჯერა ფაულერის, გარდა მისი ყოფილი კოლეგის, ბრაიან ჰარპერის და შეთქმულების თეორეტიკოსის კ. ჰასუმენის. შედეგად, გმირები დედამიწაზე ტოვებენ ყველას, ვინც მათ უყვართ, და შეუსრულებელ უკანასკნელ მისიაში მიდიან კოსმოსში, სადაც ისინი აღმოაჩენენ, რომ ჩვენი მთვარე ისეთი არ არის ის, როგორიც ჩვენ გვონია.