ომარი ჰომოსექსუალი პაკისტანელი ბიჭია, ის ლოთ მამასთან ერთად ცხოვრობს ლონდონში. ის თავის მეგობარ ჯონისთან ერთად გადაწყვეტს ბინძური ფულით სამრეცხაო გახსნას.
ფილმი წარმოადგენს ჯონ ირვინგის რომანის ეკრანიზაციას. ფილმში მოთხრობილია გარპის და მისი დედის ამბავი. ბიჭს სურს სერიოზული მწერალი გახდეს, მისი დედა კი ფემინისტურ მანიფესტებს წერს, რითიც მრავალ ქალს იზიდავს.
ვანესა - რთული დ აამავე დროს უბედური გოგონაა: დედა - მეძავი და ნარკომანი, მამინაცვალი ნარკომანი და ნაძირალა, რომელმაც ვანესა გააუპატიურა კიდეც, როცა ის 11 წლის იყო. ეგრეთწოდებული მშობლების დაპატიმრების შემდეგ გოგონა გაიქცევა სახლიდან და ცდილობს მიაღწიოს ბებიამდე, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჟელესში. ამ დროს გზაზე თავის მორიგ მსხვერპლს ელოდება, სექსუალური მანიაკი და არასრულწლოვან გოგონათა მკვლელი. ვანესა ამ მკვლელის სამიზნე ხდება, მას სასიკვდილო ხიფათი ელოდება.