საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV სიცოცხლით ტკბება და დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე დგას. ყოფილი მუშკეტორები ათოსი, პართოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა ერთგული მეგობარი, დარტანიანი.
ტეხასში, თომას ჰიუიტის ფერმაში 33 დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. პრესამ მკვლელს ტყავის სახე უწოდა და მამაკაცი, რომელსაც ტყავის ნიღაბი ეცვა, დახვრიტეს. თუმცა პოლიციამ არასწორად აიყვანა. გადარჩენილმა მოწმემ უამბო, რა მოხდა სინამდვილეში, როდესაც ხუთი მოზარდი შეშლილმა ჯაჭვის ხერხით ხაფანგში ჩააგდო.
იამაკასი - გადაადგილების ხელოვნებაა, ახალგაზრდებმა, ნინძების ტრადიციებზე დაყრდნობით თავიანთი სტილი შექმნეს. ისინი ადიან ცათამბჯენებზე, აკეთებენ თავბრუდამხვევ ნახტომებს სიმაღლიდან, ფაქტიურად დაფრინავენ. ახალგაზრდები თაყვანს სცემენ მათ და ცდილობენ მიბაძონ, და აი ხდება უბედური შემთხვევა. პატარა ბიჭი დაზარალდა. საჭიროა გულის სასწრაფო გადანერგვა.