ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა მომავალში არსებული საზოგადოების შესახებ ,სადაც ადამიანთა დანიშნულება მათი დნმ-ის მეშვეობით დგინდება. ახალგაზრდა ვინსენტ ფრიმანის ფიზიკური მონაცემები მას კოსმოსში გაფრენაში ხელს უშლის, მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ გადაწყვიტა გათაკას კოსმოსურ პროგრამაში შეაღწიოს.
"სადა ხარ, ძმაო?" ძმები კოენების ფილმია, რომელიც უხეშად ჰომეროსის ოდისეას ეფუძნება. მოქმედება ვითარდება მე-20 საუკუნის 30- იან წლებში, შორეულ სამხრეთში. ფილმი მოგვითხრობს სამი გაქცეული კატორღელის თავგადასავალს, რომლებიც განძს ეძებენ. მოგზაურობის დროს ისინი აწყდებიან ბევრ კომიკურ გმირს და ძნელად დასაჯერებელ სიტუაციებში ამოყოფენ თავს.
სთენი პანიკაშია–მას თაღლითობისათვის ციხე ემუქრება..და ძალიან ეშინია ციხეში ყოფნის..სთენი დახმარებისათვის საბრძოლო ხელოვნების ოსტატს მიმართავს,რათა მან თავდაცვის ილეთები შეასწავლოს .
მეხანძრეები ჩაკ ფორდი და ლარი ვალენტაინი ლოიალური მამაკაცები არიან,ამიტომაც,როცა დაქვრივებული ლარი მის მეგობარს სთხოვს, თავი მოაჩვენოს თითქოს მისი გეი პარტნიორია იმისათვის,რომ ლარიმ ბავშვების მეურვეობისთვის დამატებითი შეღავათები მიიღოს, ჩაკი დათანხმდება. ყველაფერი გართულდება, როდესაც ჩაკი და ლარი იძულებულნი გახდებიან შესამოწმებლად მოსულ ბიუროკრატს მათი ოჯახური იდილია აჩვენონ.