თხუთმეტი წლის მია სან-ფრანცისკოში ცხოვრობს და ამერიკელი მოზარდის ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ მისი მამა კვდება და მია გაიგებს, რომ ის იყო ევროპული ქვეყნის პრინცი და ახლა ის ერთადერთი ტახტის მემკვიდრეა. ბებია, დედოფალი, ჩადის კალიფორნიაში, რათა მიას აცნობოს მისი წარმომავლობის შესახებ და დაინახოს, მიიღებს თუ არა იგი ტახტს. მას სურს, რომ მია ნამდვილ პრინცესად აქციოს ეტიკეტისა და მანერების სწავლებით.

ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა და ახალგაზრდა ფრანგი ბიჭი ერთმანეთს პარიზში ხვდებიან და ერთმანეთი უყვარდებათ.

მიმზიდველი და პოპულარული გოგონა, რომელიც თანატოლებს ყოველთვის ქედმაღლურად ექცეოდა, ჯადოსნური საყურეების ზემოქმედების შედეგად უცნობი მამაკაცის სხეულში აღმოჩნდება.

როუზი ტელეპროდიუსერად მუშაობს და ახალგაზრდა ლამაზმანების გარემოცვაში სულ უფრო ნერვიულობს თავის ასაკის და წარუმატებელი ქორწინების გამო. მაგრამ მის ცხოვრებაში საოცრება ხდება, ის შეხვდება მამაკაცს, რომელის საკმაოდ პატარა ასაკის მიუხედავად, დაეხმარება მას არა მარტო სიყვარულის გრძნობის ახალ აღმოჩენაში, არამედ თავის თავის დაჯერებას. ადამი, მიმზიდველი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ქალის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. ამ დროს როუზის ქალიშვილს თავისი პირველი სიყვარული ეწვევა.

თექვსმეტი წლის სკოტი სახლიდან გაიქცევა გოგონასთან ერთად. განერვიულებული დედა თავის ძველ საყვარლებს დაურეკავს – წამატებულ ადვოკატს ჯეკ ლორენს და წარუმატებელ–დრამატურგს დეილ პატლის – ორივე მათგანს ეტყვის, რომ ზუსტად ისაა სკოტის ნამდვილი მამა.