რიზვან ხანი, ბორივალელი მუსლიმია, რომელიც ასპერგერის სინდრომით, ძლიერად გამოხატული აუტიზმის ფორმით არის დაავადებული. სრულწლოვანი რიზვანი სან-ფრანცისკოში მადირას, ინდუს მარტოხელა დედას მოიყვანს ცოლად. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება და მის ავადმყოფობას ხელისუფლების წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.
ჩარლზ სენფორდი იგივე ჩარლი ბაბიტი ლოს-ანჯელესელი ავტოდილერია. თინეიჯერობისას მან მამამისის 1948 წლის ბიუიკი მოიპარა და ორი დღე ციხეში გაატარა, რადგან მამას მანქანა დაკარგული ეგონა... rnჩარლი იგებს, რომ მამამისი გარდაიცვალა, სამი მილიონი დოლარი კი ვიღაც რეიმონდს ერგო, ჩარლის უცნობ ძმას, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი ცხოვრობს. ჩარლი გაიტაცებს რეიმონდს მაცდუნებელ მოგზაურობაში დასავლეთ სანაპიროსკენ, მას სამი მილიონი დოლარის ხელში ჩაგდება სურს...