84 წლის შემდეგ, 101 წლის როუზ დე უიტ ბუქეითერი შვილიშვილებს საოცარი სიყვარულის ისტორიას უყვება.
ერიკა არის ვენის კონსერვატორიის პროფესორი. მაგრამ ის თავად შორს არის ზეციური სფეროების ჰარმონიისგან. ქალს ჯერ კიდევ ერთ საწოლში სძინავს თავის მოხუც დედასთან ერთად, ფარულად სტუმრობს პორნო მაღაზიებს და საწოლის ქვეშ ინახავს სადომაზოხისტური იარაღების კომპლექტს. როდესაც ერთ-ერთ სტუდენტს შეუყვარდება იგი, თავისი რეაქციითა და ქცევით შოკში აყენებს მას.
ვიქტორ ჰიუგოს მეორე ქალიშვილის, ადელ ჰიუგოს ბიოგრაფია.იგი მამასთან ერთად წავიდა ინგლისში ემიგრაციაში.იქ კი ინგლისელი ოფიცერი შეუყვარდა.მასთან ერთად იგი გადავიდა კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში. ადელი მარტოსულია სამყაროში, სადაც მისთვის ადგილი არ მოიძებნა.
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?