ფილმი მოგვითხრობს არმიის ქვედანაყოფის ცხოვრების რამდენიმე თვეზე, მათ შორის ამ დანაყოფის მონაწილეობაზე მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გადამწყვეტ და რთულ ოპერაციაში - ბრძოლა გუადალკანალისთვის. იაპონელებთან ბრძოლით გამოფიტული საზღვაო ნაწილების დასახმარებლად ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცები იგზავნება.
ისტორია პანდაზე რომელსაც უწევს დაეფულოს კუნგფუს და დაამარცხოს ძლევამოსილი მტერი
დენის ბავშვობიდან მონასავით ექცევიან და წვრთნიან როგორც ძაღლს, მხოლოდ ერთი მიზეზით - რომ მისგან სიკვდილის მანქანა შექმნან, გლადიატორული ბრძოლებისთვის. საბოლოოდ 21 წლის ასაკში, დენი ყველაფერში ბავშვია, გარდა ჩხუბებისა. ერთი ინციდენტის შედეგად, ის განთავისუფლდება და შეხვდება კეთილ, ბრმა პიანინოების ამწყობს, რომელიც თვალებს აუხელს ამ ცხოვრებაზე.
კოლეჯის მასწავლებლის ცხოვრება რთულდება, როდესაც იგი სკოლის არჩევნებისას სტუდენტებთან მუშაობს.
ისტორია ამერიკელი სკოლის მოსწავლე ტოდ ბოუდენის საყვარელი საგანია. შიშითა და კანკალით ის ფურცლავს სისხლიანი წარსულის ანალებს და უსახელო მსხვერპლთა სახეებს უყურებს. მოულოდნელად ბიჭი აღმოაჩენს, რომ მისი მეზობელი სასტიკი ნაცისტური დამნაშავეა, რომელმაც მოახერხა სამართლიანობისგან თავის დაღწევა. დუმილის სანაცვლოდ მოზარდი მოითხოვს, რომ მოხუცმა გაამხილოს მისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბნელი გვერდის ბოროტი საიდუმლოებები. სანამ მისი თანატოლები სწავლობენ ფიზიკასა და მათემატიკას, ტოდი სწავლობს საშინელ მეცნიერებას, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან - ბოროტების მეცნიერებას. მისი მეზობელი კარგი მასწავლებელი გამოდის. წყნარ, შეშინებულ მოხუცში ისევ იღვიძებს საკონცენტრაციო ბანაკის სისხლიანი მცველი კურტ დუსანდერი.
მტკივნეული განქორწინების შემდეგ, ქალი ქალიშვილთან ერთად მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.ახლა მან ამ ქალაქის მცხოვრებლებთან გამკლავება უნდა შესძლოს.