ჟან-პოლი და მარიანა შვებულებას სანაპიროზე, მეგობრების ვილაში, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარელი არღვევს, რომელიც მათ ესტუმრება. საბოლოოდ კი აუზის ფსკერზე სტუმრის გვამს აღმოაჩენენ.
ნიუ-იორკელ მწერალს ჯერი ფოლკის ერთი ნახვით შეუყვარდება ახალგაზრდა ქალი ამანდა. ჯერის არა ერთხელ გაუგია ფრაზა, რომ ცხოვრება - ეს "კიდევ რაღაცაა", მაგრამ მალევე მწერალი მიხვდება, რომ ამანდასთან ცხოვრება არაფერს სხვას არ ჰგავს.
ფრანგი რეჟისორის ბერტრან ბილერის ფილმი სილამაზეზე, სექსზე და სიყვარულზე. ეს ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც ფრანსუას გაუმართლა და ლატარიაში ორი მილიონი ევრო მოიგო. ახლა მას თავისი ძველი ოცნების განხორციელება შეუძლია.