ტოტალიტარული ბრიტანეთის ფუტურისტული პეიზაჟის ფონზე, ფილმი მოგვითხრობს წყნარ ახალგაზრდა ქალზე, ივიზე, რომელიც საბედისწერო სიტუაცაში გადაარჩინა კაცმა, ცნობილმა როგორც "V". ეს არის შთამბეჭდავი ფიგურა შავი ლაბადით და მაღალი წვეტიანი შლაპით, რომლის ქვეშაც საინტერესო ნიღაბს ატარებს. შეუდარებლად ქარიზმატული და საბრძოლო ხელოვნებაში სპარტანულად გაწვრთნილი, ცბიერი "V" რევოლუციას გააჩაღებს, როცა მოუწოდებს თანამემამულეებს აღსდგნენ ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ...

ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა მომავალში არსებული საზოგადოების შესახებ ,სადაც ადამიანთა დანიშნულება მათი დნმ-ის მეშვეობით დგინდება. ახალგაზრდა ვინსენტ ფრიმანის ფიზიკური მონაცემები მას კოსმოსში გაფრენაში ხელს უშლის, მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ გადაწყვიტა გათაკას კოსმოსურ პროგრამაში შეაღწიოს.

კოსმოსური ხომალდის აფეთქების შემდეგ ასტრონავტი ლეო დევიდსონი აღმოჩნდება მისტიურ პლანეტაზე, სადაც მაიმუნები პრიმიტიული ადამიანების რასაზე ბატონობენ.