ფილმის მოქმედება მაყურებელს 50-იან წლებში მიჰყავს. ზაფხული დასასრულს უახლოვდება, მაგრამ გართობის სეზონი დაჩრდილა ბიჭის იდუმალი გაუჩინარებამ. ოთხი თინეიჯერი მეგობარი მის საძებნელად მიდის. ბავშვებმა აიღეს რთული დავალება, რადგან სურთ რაც შეიძლება მალე დაბერდნენ.

ფრანცისკანელი მორჩილი ვილიამი და მისი ახალგაზრდა თანმხლები იძიებენ მისტიკური მკვლელობების სერიას შუასაუკუნეების სააბატოში.

ჯეკი ბრაუნი ბორტგამცილებელია, რომელსაც თავისი იარაღით მოვაჭრე ბოსის ნაღდი ფულის კონტრაბანდაზე გამოიჭერენ. როდესაც პოლიციელები ცდილობენ ჯეკის გამოყენებით მისწვდნენ მის ბოსს, იგი თავისი გირაოს თავმდებთან ერთად, ფულის დასაკუთრების გეგმას შეიმუშავებს. ფილმი გადაღებულია ელმორ ლეონარდის რომანის "რომის კოქტეილის" მიხედვით.

პატარა ქალაქი ოკლაჰომაში, 60-იანი წლები. მარადიულ კონფლიქტში ერთმანეთს ქონებით გამოყოფილი მოზარდთა ბანდები უპირისპირდებიან.

ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი - ჯეკ რაიანი, რომელიც ახლა ამერიკის საზღვაო-სამხედრო აკადემიის პროფესორია, ლონდონში ყოფნისას შემთხვევით სამეფო ოჯახზე ტერორისტული თავდასხმის მოწმე გახდა.

რობინ ვილიამსის გმირი ალიასკაზე მცხოვრები წარუმატებელი ტურისტული აგენტია, რომლის ცოლი ფსიქოსომატური დაავადებითაა შეპყრობილი. ის დარწმუნებულია, რომ თბილი კლიმატი მისი ცოლისთვის სასარგებლო იქნება. გზის ფულის საშოვნელად კი, ის მეტად უცნაურ და მოულოდნელ ხერხს მიმართავს.

ციხიდან ახლად გამოსულ უიღბლო ამერიკელ ინდიელს ფილმში,რეალური მკვლელობის სცენაში გადაღებას შესთავაზებენ.სამაგიეროდ მის ოჯახს დიდ კომპენსაციას მისცემენ.