მისი ბავშვობის სიყვარულის და საცოლის სიკვდილით გაგიჟებული ლეგენდარული შოტლანდიელი მებრძოლი უილიამ უოლასი ადგილობრივი ინგლისელი ლორდის ჯარისკაცებს მუსრს გაავლებს. ეს სოფელს ამბოხებამდე მიიყვანს და საბოლოოდ მთელი ქვეყანა ინგლისური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდება.
არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი –რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება.