ფეხბურთის გუნდის თავდამსხმელი პოლ ქრუვი და კოლეჯის ყოფილი ჩემპიონი და მწვრთნელი ნეით სკარბორო ერთ ციხეში ამოყოფენ თავს.მათ პატიმრების საფეხბურთო გუნდის შეკრება ევალებათ.სკარბორო მატჩის მსაჯადაა დანიშნული და პატიმრებს მოგებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ თამაში გეგმის მიხედვით არ წავა.

მტკივნეული განქორწინების შემდეგ, ქალი ქალიშვილთან ერთად მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.ახლა მან ამ ქალაქის მცხოვრებლებთან გამკლავება უნდა შესძლოს.

ლამაზმანი გვენი და მომხიბლავი ედი – ჰოლივუდის ცნობილი წყვილია არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მათ ახალ ფილმებს და დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ამერიკის ფავორიტებმა მაყურებელთა იმედები არ გაამართლეს და მოულოდნელად წაიჩხუბნენ. კინოსტუდიასთვის ეს კატასტროფაა – წყვილმა ხომ თავის ახალ ფილმს რეკლამა უნდა გაუკეთოს. ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა აიძულონ ერთმანეთის ისევ შეყვარება, ერთი პრეს-კონფერენციისათვის მაინც. ეს სახიფათო მისია ეკისრება კიკის – გვენის დას და თან ასისტენტს... მაგრამ იმის მაგივრად, რომ ედის შეყვარება აიძულოს, კიკის თვითონ უყვარდება...

ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც მუდამ მოვლენების ეპიცენტრშია, ამიტომაც უსიამოვნებები ყოველთვის თან სდევს.