სერფერების იდუმალი ბანდა ძარცვავს ბანკებს დღისით. პოლიცია და FBI გაოცებულია დანაშაულის პროფესიონალიზმითა და სისწრაფით. გამოძიებას აწარმოებს ახალგაზრდა და პრეტენზიული FBI-ის აგენტი, რომელიც სიცოცხლის რისკის ქვეშ ხვდება ბანდაში და წყვეტს ამ საქმეს, მაგრამ თავისთვის მოულოდნელად ხვდება, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდება.

დამნაშავეების მიერ დაგეგმილი დიდი ტერორისტული თავდასხმის დეტალების გასამჟღავნებლად, FBI-ის აგენტი შონ არჩერი თანხმდება რთულ ქირურგიულ ოპერაციაზე. ის ახალ სახეს იღებს, კომაში მყოფ ტერორისტ კასტორ ტროას სახეს. თუმცა, მოულოდნელი ხდება: ტროა იღვიძებს და ქრება არჩერის სამოსით. შონის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა – მას არა მარტო სიცოცხლისთვის, არამედ ცოლისა და ქალიშვილის სიცოცხლისთვისაც უწევს ბრძოლა.

კომიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება ართობს პუბლიკას პოლიტიკური სატირით, გადაწყვიტავს კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ყველასთვის მოულოდნელად იმარჯვებს. მაგრამ ცოტა ხანში პროგრამისტი ქალი გაარკვევს, რომ ეს საარჩევნო პროგრამის შეცდომა იყო.