ნიუ-იორკ სითი. მელვინ უდალი ჭირვეული, აუტანელი, აკვიატებების ნევროზით დაავადებული მწერალია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მის გეი-მეზობელს, საიმონს საავადმყოფოში წაიყვანენ, ხოლო საიმონის ძაღლს კი მას დაუტოვებენ. ამას გარდა, კეროლი, ერთადერთი ოფიციანტი რომელიც მას იტანს, ავადმყოფი შვილის გამო იძულებელია სამსახური მიატოვოს, ხოლო მელვინი თავის საყვარელ კაფეში ვეღარ საუზმობს....

ჰალუცინოგენური თავგადასავალი. სპორტული ჟურნალისტის რაულ დიუკის და მისი სამოელი ადვოკატის, დოქტორი გონზოს სამდღიანი თავგადასავალი, ლოს–ანჯელესიდან ლას–ვეგასისკენ მიმავალ გზაზე.

ფილმის - „გაანადგურე რალფ!“ -მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ, რალფი და ვანელოპი, ახლა უკვე მეგობრები, თავიანთ სათამაშო ცენტრში „ვაი-ფაი“ როუტერს აღმოაჩენენ, რაც მათ ახალ თავგადასავლებს უქადის.

მას შემდეგ, რაც კომისარი ლეგიონის ორდენს იღებს ფანტომასის ლიკვიდაციისთვის, ის კვლავაც ჩნდება და იტაცებს პროფესორ მარშანს, რათა მისგან სასტიკი იარაღის საიდუმლო გაიგოს. მაგრამ ამ იარაღის დამონტაჟება მეორე მეცნიერის - პროფესორ ლოფერის გარეშე შეუძლებელია. კომისარი ჟუვი იყენებს თავის წარმოუდგენელ გამოგონებებს, რათა დაიცვას პროფესორი, რომელსაც საფრთხე ელოდება.

ამჯერად ცნობილი ფრანგი პოლიციელი - კომისარი ჟუვი ფანტომასს ძველებურ შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში ებრძვის.

ჩარლი პიროვნების გაორებით იტანჯება – იგი რბილი ხასიათის, უპრეტენზიო ადამიანია, მაგრამ მისი ალტერ-ეგო, ჰენკი მანიაკალური აგრესიულობით გამოირჩევა. კონფლიქტი მათ შორის მაშინ დაიწყო, როდესაც ორივეს ერთი და იგივე ქალი შეუყვარდა.