დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.

შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს.

ლეონარდო ბრმა მოზარდია, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს თავისი ძველი შეყვარებულის ჯოვანის ეჭვიანობას და ამავდროულად შეეცადოს თავისი ახალი მეგობრის გაბრიელის მიმართ გრძნობების დალაგება.

რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მარტოობის,საიდუმლოებების, ღალატის და მამაკაცებსა და ქალებს შორის რთული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს.

რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.

პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში,ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო.

ორმა მთავარმა გმირმა, საიდმა და ხალედმა, თვითმკვლელობით ტერაქტი უნდა ჩაიდინონ ტელ–ავივში. ჩვენ გავხდებით ახალგაზრდა კამიკაძეების ბოლო სიცოცხლის დღის თვითმხილველები... ერთერთი მათგანი შეხვდება ქალს, რომელიც მას არა მარტო სიყვარულს, არამედ ბრძოლის ალტერნატიულ გზასაც შესთავაზებს. ის – პალესტინელი ლიდერის ქალიშვილია და დიდი ხანია მიხვდა ამ ბრძოლის ნიუანსებს... თუმცა უკვე გვიანია... მებრძოლები მზად არიან ოპერაციის შესასრულებლად.