1942 წელს 16 წლის ფრიდრიხ ვეიმერი იღებს შეთავაზებას გახდეს ნაციონალურ-პოლიტიკური აკადემიის (ნაპოლა)მოსწავლე. აკადემია ნაცისტური ელიტის სავანე. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად ფრიდრიხი რეგისტრირდება აკადემიაში, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ იგი ხდება დაცინვის, სიკვდილის და ნაცისტური კოდექსის თვითმხილველი. მისი მეგობრობა ალბრეხტთან, რომელიც გუბერნატორის შვილია გადამწყვეტია მის განათლებაში.

სუპერპოპულარული ამერიკული სატელევიზიო რეალითი-შოუს „ამერიკული ოცნების“ უპრინციპო წამყვანი მატრინ ტვიდი ყველაფერს კადრულობს, რომ თავისი ამორალური გადაცემა ყოველთვის მაყურებელთა ინტერესის საგანი იყოს და მზადაა, ასე გააგრძელოს. ახალ ტელესეზონში ტვიდმა მაყურებლებისთვის ახალი სიურპრიზი მოამზადა. მის მომღერლების კონკურსში რამდენიმე იშვიათი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, წარუმატებელი ტერორისტის, ამერის ჩათვლით. მათ კი შეაფასებს თვით ამერიკის პრეზიდენტი, რომლის რეიტინგი ბოლო დროს მკვეთრადაა დაცემული და მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერზეა წამსვლელი...