ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

ჯეისონ მაკკლაუდი მოულოდნელად იღებს შერიფის თანამდებობას . მის ადგილზე ყოფნა ბევრს სურდა. იგი ზუსტი მიზანის საშუალებითა და გონებამახვილობით ახერებს ქალაქში წესრიგის დამყარებას.

ბობი ბოუფინგერი - მაგარი ბიჭია. არაფერია თუ ის ცუდი რეჟისორია, თანაც ყველეზე დიდი აფერისტი მთელ ჰოლივუდში. ბობმა ნამდვილი თრილერის გადაღება გადაწყვიტა. ეს უბრელო ფილმი არ იქნება. ის მას დიდ პოპულარობას და ბევრ ფულს მოუტანს. მაგრამ, ერთი პრობლემაა. მთავარი გმირი კიტ რემზი, არც აპირებს ფილმში გადაღებას.

ლამაზმანი გვენი და მომხიბლავი ედი – ჰოლივუდის ცნობილი წყვილია არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მათ ახალ ფილმებს და დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ამერიკის ფავორიტებმა მაყურებელთა იმედები არ გაამართლეს და მოულოდნელად წაიჩხუბნენ. კინოსტუდიასთვის ეს კატასტროფაა – წყვილმა ხომ თავის ახალ ფილმს რეკლამა უნდა გაუკეთოს. ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა აიძულონ ერთმანეთის ისევ შეყვარება, ერთი პრეს-კონფერენციისათვის მაინც. ეს სახიფათო მისია ეკისრება კიკის – გვენის დას და თან ასისტენტს... მაგრამ იმის მაგივრად, რომ ედის შეყვარება აიძულოს, კიკის თვითონ უყვარდება...

ლოს-ანჯელესის პოლიციის ვეტერანი ჯო გეველანი და მისი ახალგაზრდა თანაშემწე კეისი ქოლდენი განთქმული რეპ-ჯუფის მკვლელობას იძიებენ. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის უკან სერთეინი დგას, ცნობილი მენეჯერი, პრომოუთერი და გავლენიანი ლეიბლის მფლობელი. ის უკვე დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დგას სხვა რეპერების სიკვდილში, რომლებსაც მასთან კონტრაქტის დარღვევა მოუნდათ.