წყალქვეშა მკვლევარების გუნდი ცდილობს, უსაფრთხო ადგილს მიაგნოს მას შემდეგ, რაც მიწისძვრა მათ საიდუმლო ლაბორატორიას გაანადგურებს. თუმცა გუნდის ოკეანეში ჩაძირვის გარდა სხვა საფრთხეც ემუქრება.

პროვინციელი გოგონა ანდრეა ოცნებობს,რომ ჟურნალისტი გახდეს.იგი მსოფლიოსი ერთ-ერთი პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორის თანაშემწედ იწყებს მუშაობს.გოგონა ამ ყველაფერზე კი ოცნებობდა,მაგრამ მან არ იცოდა რისი გავლა მოუწევდა.თხუთმეტი წლის მია სან-ფრანცისკოში ცხოვრობს და ამერიკელი მოზარდის ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ მისი მამა კვდება და მია გაიგებს, რომ ის იყო ევროპული ქვეყნის პრინცი და ახლა ის ერთადერთი ტახტის მემკვიდრეა. ბებია, დედოფალი, ჩადის კალიფორნიაში, რათა მიას აცნობოს მისი წარმომავლობის შესახებ და დაინახოს, მიიღებს თუ არა იგი ტახტს. მას სურს, რომ მია ნამდვილ პრინცესად აქციოს ეტიკეტისა და მანერების სწავლებით.

ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

ღმერთების ქალაქ ასგარდში ცხოვრობს ძლიერი მებრძოლი თორი. თავისი უგუნური ქცევის გამო იწყება ომი, რის გამოც ღმერთები მას სჯიან, ართმევენ ძალას და დედამიწაზე აგზავნიან, ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად საცხოვრებლად. თორი იგებს, თუ რა ძნელია გახდე გმირი, როდესაც შენი სამყაროდან ბოროტი ძალა აგზავნის შავ ძალებს დედამიწის გასანადგურებლად.
ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი—სუპერ-ძალის მქონე არსებები, ცხოვრობენ იდეალიზებული გარეუბნის ცხოვრობით—სანამ ეჭვი არ გუჩნდებათ რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს

თინეიჯერი ბიჭი რომელიც ცდილობს დამალოს თვისი ორიენტაცია, დიდი მცდელობა რომ დარჩეს უხილავი არ გამოუვა და მას უწევს ებრძოლოს ჰომოფობიას და დამცირებას...

ფილმის ახალი ნაწილში ლეგენდარული სამაგიდო თამაშის ნაცვლად ჯუმანჯი ვიდეოთამაშად გვევლინება, რომელსაც 4 თინეიჯერი სკოლის ძველ საკუჭნაოში აღმოაჩენს. ორიგინალი ჯუმანჯისგან განსხვავებით, სადაც ჩვენ ალან პერიშის ველურ პირობებში გატარებულ წლებზე თითქმის არაფერი ვიცით, ფილმის მოქმედება სწორედ ჯუნგლებში ვითარდება. კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი დეტალი პერსონაჟების სახეცვლილებაა – მას შემდეგ, რაც მეგობრები თამაშში აღმოჩნდებიან, მათ დუეინ ჯონსონის, კევინ ჰარტის, ჯეკ ბლექისა და რუბი რაუნდჰაუსის სხეულების “მორგება” უწევთ.

ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი—სუპერ-ძალის მქონე არსებები, ცხოვრობენ იდეალიზებული გარეუბნის ცხოვრობით—სანამ ეჭვი არ გუჩნდებათ რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანსკაცობრიობამ შემთხვევით გააღვიძა გიგანტური უძველესი არსება, რომელსაც საშინელი შედეგები მოჰყვა.

შუახნის კრიზისის ზღვარზე მყოფი მაიკ ო'დონელი ოცნებობს ხელმეორედ გაიაროს მოზარდობის ასაკი. და აი, ერთ მშვენიერ დილას აღმოაჩენს, რომ ზუსტად ის მიიღო, რაც სურდა. იგი კვლავ 17 წლის არის. ზრდასრული ადამიანის გონებით მოზარდის სხეულში გამოკეტილ მაიკს ეძლევა შანსი, რომ ზოგიერთი მისი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება შეცვალოს. ეს გადაწყვეტილებები არც თუ ისე ცუდი ყოფილა, როგორც მას აქამდე ეგონა.ფილმი მოგვითხრობს ფ.ტე. ბარნუმას ცხოვრების შესახებ, სკანდალური ამერიკელი მეწარმე, მისტიკის ოსტატი, რომელმაც შეძლო წარმატების მოპოვება მისი ოსტატობის მეშვეობით და დააარსა მისი სახელობის ცირკი.საშუალო სკოლის ორი სრულიად განსხვავებული მოსწავლე, გადაწყვიტავს ფარულად წავიდეს მუსიკალურ მოსმენაზე, რაც მთელ მათ ცხოვრებას და სკოლასაც თავდაყირა აყენებს!

პიტერ პარკერი ცდილობს დააბალანსოს მისი ცხოვრება, როგორც ჩვეულებრივმა სუდენტმა და ებრძოლოს კრიმინალს, როგორც ადამიანი ობობა.ადამიანი ობობას კინემატოგრაფიულ ისტორიაში პირველად, ჩვენი მეგობრული გმირის ვინაობას ნათელი ეფინება. ნიღბის მოხსნის შემდეგ პიტერ პარკერი საკუთარი ცხოვრებისა და გმირის მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნას ვეღარ ახერხებს. მაშინ კი, როცა ის დახმარებას დოქტორ სთრეინჯს სთხოვს, სიტუაცია უფრო მეტად იძაბება, რაც გმირს აიძულებს რომ ადამიან ობობად ყოფნის რეალური არსი გაითავისოს.

ბეატრის პრიორმა თვალი უნდა გაუსწოროს საკუთარ შინაგან დემონებს და განაგრძოს ბრძოლა ძლევამოსილი ალიანსის წინააღმდეგ, რომელიც მის საზოგადოებას განადგურებით ემუქრება.

ანასტასია სტილი და კრისტიან გრეი ქორწინდებიან და ევროპაში გატარებული თაფლობის თვიდან გმირები სიეტლში ბრუნდებიან.

ბრიუს უეინი – ნიუ-ჯერსის შტატის ქალქ გოთემ სითის ახალგაზრდა მილიარდელია, რომელიც მისი მშობლების მკვლელობის შემდეგ, როგორც ქალაქის მცველი და კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლი “ბეტმენი” ღამე ფარულად მოქმედებას იწყებს. გოთემის მაღალი საზოგადეობის გლამურისა და ფუფუნების მოშორებით, ქალაქში იდუმალი დანაშაულების სერია ხდება, რომლებიც ბეტმენის შესაძლებლობებს გამოცდის წინაშე აყენეს, რაც ახლა მისგან დეტექტიური უნარების მაქსიმუმს მოითხოვს.

როდესაც თეთრ სახლს თავს დაესხნენ ტერორისტები და პრეზიდენტი მძევლად აიყვანეს, დისკრედიტირებული სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსი მაიკ ბანინგი ოკუპირებულ შენობაში აღმოჩნდება. ახლა კი ის ერთადერთია, ვისაც პრეზიდენტის გადარჩენა შეუძლია..