ჯეფ კასტელო – დაქირავებული მკვლელია. ჭკვიანი, გამოცდილი და დაუნდობელი პროფესიონალია, კასტელო საუკეთესოდ ითვლება თავის საქმეში, ამიტომაც, მორიგი კონტრაქტის მიღებისას ერთი ძალიან გავლენიანი ადამიანის მოცილებაზე, ჯეფი შეკვეთას ყველანაირი სირთლის გარეშე შეასრულებს, მკვლელი არ დატოვებს კვალს და მყარ ალიბის შეიქმნის. თუმცა მოულოდნელად მოიძებნება თვითმხილველი, რომელმაც ქილერი ნახა. პოლიციის კომისარი გამოაცხადებს დაუნდობელ ნადირობას მკვლელზე.
ფერდინანდი და მისი შვილის ძიძა მარიანა სახლიდან გარბიან და ზღვისკენ მიდიან. ფერდინანდი მდიდარ ცოლს ტოვებს, მარიანა კი ბანდიტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი სამოთხისმაგვარ, განმარტოვებულ კუნძულზე ხვდებიან.
პირველი მსოფლიო ომის დასასრული. გოგონა დაჟინებით ეძებს გაუჩინარებულ საქმროს. ის არის ერთ-ერთი იმ ხუთ ფრანგ ჯარისკაცს შორის, რომლებიც იდუმალ გარემოებებში სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. აღსრულების არჩეული მეთოდი არ იყო სროლა. მსჯავრდებულები რჩებიან ნეიტრალურ ზონაში, სადაც ტყვია მათ აუცილებლად გაუსწრებს - თუ არა მტერი, მაშინ საკუთარი თანამებრძოლები. და მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ძალუძს მტკივნეული გამოცდის გადალახვა სიმართლის საპოვნელად.
ჰიტლერი გასცემს ამაზრზენი ბრძანებას პარიზის დანაღმვის შესახებ და ავალებს გენერალ ფონ ჩოლტიცს, რომ ქალაქი დედამიწის პირიდან წაშალოს. გენერალმა ლეკლერკმა, რომელიც ხელმძღვანელობს ჯავშანტექნიკას, ისევე როგორც საფრანგეთის წინააღმდეგობას, რომელსაც საფრანგეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი - ჩაბან-დელმასი ხელმძღვანელობს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მათი მშობლიური ქალაქი განადგურებისგან გადაარჩინოს.
თეირანის კონფერენციაზე მზადდება მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მოწინააღმდეგეების ლიდერების - იოსებ სტალინის, ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის მკვლელობა. მაგრამ ფილმის მთავარი მოქმედება დღეს ვითარდება. მოვლენების ყოფილი უშუალო მონაწილეები - და მათი შვილებიც კი - თითქოს იმეორებენ წარსულს, მაგრამ ყველა ეს მოგონება არ მთავრდება ბედნიერად.