ტონი მონტანა კუბელი ემიგრანტია, რომელიც მაიამელ ნარკოდილერ რობერტ ლოჯიაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც იგი ლოჯიას კოკაინის გამსაღებლის ადგილს დაიკავებს, მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა.
პროფესიონალი ქურდი მაკკოლი გამანადგურებელ ჯგუფს ლიდერობს ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ძარცვებში, ამასობაში დეტექტივი ჰანნა მას დასაჭერად დასდევს.
ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ,კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება.
სიურეალისტური შავი კომედია პოსტ-აპოკალიფსური საზოგადოების შესახებ, სადაც საჭმელი იმდენად იშვიათი და ძვირფასი რამ გახდა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს.
ფილმი "დაკარგული ბავშვების ქალაქი" ჟან პიერ ჟენეს მიერ გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკაა მეცნიერზე, რომელიც იტაცებს ბავშვებს და მათ ოცნებებს იპარავს.
უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.