პიტი და მისი მეგობარი ალი ტყის მეხანძრეები არიან. პიტს დორინდა უყვარდება, თუმცა სამსახურს არ სტოვებს.მისი საქმე სახიფათოა, ქალი კი მუდმივად მწუხარებაშია.
მას შემდეგ რაც მაღალანაზღაურებად სამსახურს დაკარგავენ, ჯეინ და დიკ ჰარპერებიცხოვრების მაღალი დონის შესანარჩუნებლად ბანკების გაძარცვას იწყებენ. ნელნელა ეს იმდენად იტაცებთ, რომ გართობას იწყებენ და დროებითი საქმიანობა ჩვევაში გადასდით.
მიუხედავად იმისა, რომ მომხიბვლელი ტრიპი უკვე გადასცილდა 30, ვერაფრით ბედავს დატოვოს მშობლიური სახლი და საკუთარი ოჯახი შექმნას. ერთხელაც ტრიპის მშობლები თვითონ გადაწყვეტენ ტრიპის ცხოვრება მოაწყონ. ისინი დაიქირავებენ ლამაზ და ნიჭიერ გოგონას, იმის იმედით, რომ მათ შვილს ის შეუყვარდება და ბოლოს და ბოლოს წავა მათი სახლიდან.
ლამაზმანი გვენი და მომხიბლავი ედი – ჰოლივუდის ცნობილი წყვილია არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მათ ახალ ფილმებს და დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ამერიკის ფავორიტებმა მაყურებელთა იმედები არ გაამართლეს და მოულოდნელად წაიჩხუბნენ. კინოსტუდიასთვის ეს კატასტროფაა – წყვილმა ხომ თავის ახალ ფილმს რეკლამა უნდა გაუკეთოს. ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა აიძულონ ერთმანეთის ისევ შეყვარება, ერთი პრეს-კონფერენციისათვის მაინც. ეს სახიფათო მისია ეკისრება კიკის – გვენის დას და თან ასისტენტს... მაგრამ იმის მაგივრად, რომ ედის შეყვარება აიძულოს, კიკის თვითონ უყვარდება...
ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც მუდამ მოვლენების ეპიცენტრშია, ამიტომაც უსიამოვნებები ყოველთვის თან სდევს.