ღარიბი ინდოელი ბიჭის ჯამალ მალიკის ცხოვრების ისტორია, რომელიც "ვის უნდა მილიონი დოლარის" ინდური ვერსიის კონკურსში იღებს მონაწილეობას, იგებს და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.

მილან კუნდერას ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ეს არის სასიყვარულო რომანი, რომელიც დაიწყო პრაღის ცნობილი მოვლენების დროს 1968 წელს. მთავარი გმირია ლამაზი, ახალგაზრდა ქირურქი, შეგნებული ბერბიჭა სახელად ტომაში. და ტერეზა ახალგაზრდა შეყვარებული ქალი.

ჯონ ფაულზის რომანის ეკრანიზაცია. ეს ამბავი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში ხდება. ჩარლზ სმიტსონი – ახალგაზრდა და მდიდარი ბიოლოგია, რომელიც გოგონაზეა დანიშნული. სარა ვუდარფი – ზნედაცემული ქალია, ყველასგან გარიყული და უარყოფილი. რა უნდა აერთიანებდეთ ამ ორ ადამიანს? მხოლოდ ვნება.

ფილმი ეველინ ვაუს 1945 წლის კლასიკური ბრიტანული ნოველის ეკრანიზაციაა. ბრაიდსჰედში დაბრუნება მოგვითხრობს აკრძალულ სიყვარულზე და უმანკოების დაკარგვაზე, ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომამდე ხდება.